Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ გამოაცხადა ძებნა ომის დამნაშავეზე


სერბიამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა შეერთებული შტატების მოქალაქე პიტერ ეგნერზე, რომელიც ბრალდებულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების გამო. გამოძიება ამტკიცებს, რომ 88 წლის - ეთნიკური გერმანელი, რომელიც იუგოსლავიაში ცხოვრობდა, ნაცისტების სამსახურში იმყოფებოდა და 17 ათასი ადამიანის, ძირითადად ებრაელების, ბოშებისა და პოლიტიკური პატიმრების მკვლელობების თანამონაწილეა. იტყობინებიან, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო აპირებს ჩამოართვას ეგნერს ამერიკის მოქალაქეობა იმის საფუძველზე, რომ პასპორტის მიღების დროს დამალა საკუთარი წარსული.
XS
SM
MD
LG