Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაათავისუფლეს გადატრიალებაში ეჭვმიტანილი სამხედროები


სასამართლომ თურქეთში პატიმრობიდან გაათვისუფლა 19 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ედებოდათ ბრალი. გათავისუფლებულთა შორის არის ასევე არმიის ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ჩეთინ დოღანი და ასევე მოქმედი ოფიცრები. სასამართლომ ჩათვალა, რომ არასაკმარისია მტკიცებულებები გადატრიალებაში მათი მონაწილეობის თაობაზე. გეგმა „ურო“, რომელიც გამოძების თანახმად, 2003 წელს დაიგეგმა, თურქეთში პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობის დამხობას ისახავდა მიზნად. თებერვალში ამ საქმეზე 70-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. თუმცა, ბევრი მალევე გაათვისუფლეს. სამხედროები წაყენებულ ბრალდებებს უარჰყოფენ და მიიჩნევენ, რომ იგი შეთითხნილია მმართველი ისლამისტური პარტიის მიერ და მიზნად ისახავს არმიის დისკრედიტაციას.
XS
SM
MD
LG