Accessibility links

logo-print

ირანი ამტკიცებს, რომ ჩინეთი სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს


ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვულ საკითხებში, ამტკიცებს, რომ პეკინი არ თვლის ეფექტურად სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, საიდ ჯალილიმ გააფრთხილა დასავლეთი შეწყვიტოს მუქარა ირანზე სადაო ბირთვული პროგრამის გარშემო. ირანელი დიპლომატის რემარკა მოჰყვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას, რომ ვაშნგტონი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება, რათა გაამკაცროს სანქციები ირანის წინააღმდეგ. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჩინეთმა მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციებს. ჩინეთის ტელევიზიით გამოსვლისას ჯალილიმ განაცხადა, რომ სანქციები ვერ აიძულებს ირანს უარი თქვას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე.
XS
SM
MD
LG