Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები კამბოჯასთან წყვეტს სამხედრო თანამშრომლობას


შეერთებული შტატები შეაჩერებს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას კამბოჯისათვის, რომელმაც ვაშინგტონის აზრით ადამიანის უფლებები დაარღვია. სახელმწიფო დეპრატემენტის ინფორმაციით, კერძოდ ამერიკა აღარ გაგზავნის კამბოჯაში 200 სამხედრო სატვირთო მანქანას. ამის მიზეზია კამობოჯის ხელისუფლების მიერ ჩინეთისათვის 20 უიღურის გადაცემა, რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დევნილის სტაუსი მიანიჭა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩინეთში მათ წამება ელოდებოდათ. ექსტრადიციის შემდეგ კამბოჯამ ჩინეთთან ხელი მოაწერა მსხვილ კომერციულ გარიგებას. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ამ ორ მოვლენას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG