Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას აღნიშნავენ


ყველა მართლმადიდებელ ეკლესიებში დღეს ადრე დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სამღვდელოების წარმომადგენლებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღსდგა. დიდმარხვა 4 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომით დასრულდება.
XS
SM
MD
LG