Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს მისი სიტყვები განუმარტა


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ტელეფონით ესაუბრა შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, რათა ჩაეცხრო ვნებათაღელვა, რაც კარზაის ამასწინანდელ განცხადებას მოჰყვა. ამ კვირაში ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ბრალი დასდო საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაყლაბებაში, რასაც შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „აბსურდული“ უწოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰამიდ კარზაიმ სატელეფონო საუბარში, რომელიც კონსტრუქციული იყო, დაადასტურა პატივისცემა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართ, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის მოწესრიგების საქმეში.
XS
SM
MD
LG