Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელმა სამხედროებმა შეცდომით ექვსი ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს


გერმანული ქვედანაყოფის მებრძოლებმა, რომლებიც ავღანეთის ჩრდილოეთში კუნდუზის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მორიგეობდნენ, შეცდომით დახოცეს ავღანეთის არმიის ექვსი ჯარისკაცი. კუნდუზის რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, ავღანელი სამხედროები საბრძოლო დავალებიდან, ჩარადარაჰის დაუმორჩილებელი რაიონიდან უკან ბრუნდებოდნენ. გერმანული სარდლობის ცნობით, სამხედროები ისხდნენ მსუბუქ ავტომანქანებში და არ დაემორჩილნენ პატრულის მოთხოვნას, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ხუთშაბათს იმავე კუნდუზის პროვინციაში თალიბებთან შეტაკების დროს სამი გერმანელი სამხედრო დაიღუპა და ხუთი - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG