Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა


იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. მაცხოვრის საფლავთან შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დღეს დილიდან ელოდებოდნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე აღდგომის ტაძარში თბილისის დროით, დაახლოებით, 15.00 საათზე შევიდა. საგანგებოდ შემოწმებულ და დაბეჭდილ საფლავში პატრიარქი ლიტანიობის შემდეგ შევიდა. მანამდე პატრიარქი განიძარცვა საპატრიარქო სამოსისაგან და მხოლოდ სტიქარით დარჩა. სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ებრაულმა პოლიციამ პატრიარქი გაჩხირეკს. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15.05 საათზე პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა და ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ცეცხლი ერთმანეთს გადასცეს.
XS
SM
MD
LG