Accessibility links

logo-print

პაკისტანის ხელისუფლება 6 სამხედრო პირის დაღუპვას ადასტურებს


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სამთავრობო ჯარებსა და თალიბებს შორის მოხდარი შეტაკების დროს ექვსი სამხედრო მოსამსახურე და დახლოებით 30 მეამბოხე დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ბრძოლა გაიმართა შაბათს ავღანეთის საზღავრთან, ორაკზაის რაიონში, სადაც მარტის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამი კვირის განმავლობაში მოკლულია დაახლოებით 250 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG