Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის მოძღვარმა ბოდიში მოიხადა


რომის პაპის პირადმა მოძღვარმა რანიერო კანტალამესიმ ბოდიში მოიხადა მის მიერ ვნების კვირის ქადაგებისას გამოთქმული არაკორექტული შედარების გამო. კანტალამესიმ მღვდელმსხურთა სექსუალური დანაშაულის გამო კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა ქადაგებისას შეადარა გასულ საუკუნეში ებრალეთა დევნას. კანტალამესის სიტყვებს მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა მღვდელმსახურ-პედოფილთა მსხვერპლთა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ებრაული ორგანიზაციების მხრიდან. კანტალამესიმ იტალიურ გამოცემა „კორიერა დელა სერას“ უთხრა, რომ არას დიდებით არ სურდა შეელახა ებრაელთა და ბოროტმოქმედების მსხვერპლთა გრძნობები.
XS
SM
MD
LG