Accessibility links

logo-print

სააკაშვილს ბოროტების დამარცხების სჯერა


აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა და ასე გაიმარჯვებს საქართველო თავის მტრებზე, - ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დავით გარეჯის მამათა მონასტერში, სადაც ის სამების ტაძრიდან გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი საკათედრო ტაძარში დაესწრო პატრიარქის წირვა-ლოცვას, რომლის დამთავრების შემდეგ პრესასათვის განცხადება გააკეთა. „ჩვენ გვებრძვის დიდი ბოროტება. საქართველო არის სიკეთის მხარეს და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - როგორც დავითმა დაამარცხა გოლიათი, ასევე საქართველო, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს. ამას სჭირდება დიდი გამძლეობა, დიდი მოთმინება და ამას გვასწავლის აღდგომის დღესასწაული,“ - განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც არ დაუზუსტებია, თუ ვინ და რა იგულისხმა ბოროტებაში.
XS
SM
MD
LG