Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მორიგი ტერაქტი მოხდა


კვირას ადრე დილით მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც გამოძიებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ნაწილობრივ აღდგა მატარებლების მიმოსვლა სარკინიგზო ხაზზე. დასახლებულ პუნქტ ინჩხესა და იზბერბაშს შორის მოხდარი აფეთქების შედეგად რელსებიდან რვა ვაგონი გადავარდა. აფეთქება მოხდა მოწყობილობით, რომლის სიმძლავრე 5 კილოგრამ ტროტილს უტოლდება. ძირითადი აფეთქების ადგილიდან 5-6 მეტრში, ცოტა მოგვიანებით გაცილებით ნაკლები სიმძლავრის ბომბი დეტონატორის მოქმედების შედეგად აფეთქდა. მოკლულები და დაჭრილები არ არიან. მატარებლების აფეთქება ტერაქტებად ჩაითვალა, გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG