Accessibility links

ჩინეთში 9 მეშახტე მიწისქვეშეთიდან ამოიყვანეს


ჩინეთში გადაარჩინეს ცხრა მეშახტე, რომლებიც მიწისქვეშ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ აჩვენა რეპორტაჟი, თუ როგორ გადაჰყავთ ნაშველი მეშახტეები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით. 28 მარტს პროვინცია შანსის შახტაში მოხდა წყლის გაჟონვა გვერდით მდებარე მიტოვებული შახტიდან. ავარიის შედეგად ბლოკირებული აღმონდა 153 მუშაობა. იტყობინებიან, რომ დაახლოებით სამი ათასი მაშველი ტუმბავდა წყალს, რათა გადაერჩინათ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანები.
XS
SM
MD
LG