Accessibility links

logo-print

დაღესტნის მცხოვრებმა თვითმკვლელის ფოტოზე თავისი შვილი ამოიცნო


4 აპრილს “ნოვაია გაზეტაში” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წაიკითხავთ, რომ დაღესტნის უვუნყალის რაიონის სოფელ ბალახნის მცხოვრებმა რასულ მაგომედოვმა მოსკოვის ტერაქტებში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ქალის ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე თავისი შვილი - 28 წლის მასწავლებელი - მარიამ შარიპოვა ყოფილიყო. ” მე და ჩემმა მეუღლემ მაშინვე ვიცანით ჩვენი ქალიშვილი. როცა ჩემმა მეუღლემ ბოლოს ნახა ის, მას ის წითელი თავსაფარი ეხურა, რომელიც ფოტოზე ახურავს. უკვე რამდენიმე დღეა არ ვიცოდით მისი ადგილსამყოფელი”. გოგონა დაღესტნის სამრეთ პროვინციაში მდებარე სახლიდან ტერაქტის წინა დღეს გაუჩინარდა. სტატიის ავტორი წერს, რომ შაბათს, დილით ადრე, როგორც კი რაიონის პროკურატურა გაიღო, რასულ მაგომედოვმა შესაბამისი განცხადებით მიმართა უცუნყალის რაიონის პროკურორს - მაგომედ მაგომედოვს. გამომძიებლებმა მანამდე დაადგინეს ერთ-ერთი ამფეთქებლის ვინაობა. მათი ინფორმაციით ეს მოკლული ისლამისტი მეამბოხის 17 წლის ცოლი იყო.
XS
SM
MD
LG