Accessibility links

ბან კი მუნი ისლამ კარიმოვს შეხვდება


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს ხვდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ არალის ზღვა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მაშოკირებელი ეკოლოგიური კატასტროფის ადგილია. ბან კი მუნმა შუა აზიის ლიდერებს პრობლემის მოგვარებისთვის ერთიანი მოქმედებისკენ მოუწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა არალის ზღვას ვერტმფრენით გადაუფრინა. არალის ზღვა 90 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა რეგიონში ბამბის წარმოების გაფართოება გადაწყვიტა. შუა აზიაში ტურნეს დროს ბან კი მუნი რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობასაც შეეხო.
XS
SM
MD
LG