Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს დილით ინგუშეთში ორი აფეთქება მოხდა


ორშაბათს დილით ინგუშეთში, ქალაქ კარაბულაკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებასთან ორი აფეთქება მოხდა. სააგენტოების ცნობით, პირველი აფეთქების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა. ქუჩაში მდგომ მილიციელებთან მივიდა მამაკაცი, რომელსაც საბუთების ჩვენება სთხოვეს. ამის სანაცვლოდ მან მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მეორე აფეთქება პირველის შემდეგ მალე მოხდა, როცა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. აფეთქდა ავტომანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების შენობასთან იდგა. პროკურატურის თანამშრომლებმა მსუბუქი ჭრილობები მიიღეს.
XS
SM
MD
LG