Accessibility links

logo-print
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია, რომელიც, საქართველოს საჯარო სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, სკოლებში დისციპლინის
ნაკლებობის პრობლემაზე ლაპარაკობდა. გია მურღულიამ აღნიშნა რომ, მართალია, სხვადასხვა სკოლაში ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა, გასაკეთებელი მაინც ბევრია. მისი თქმით, მანდატურებს შეუძლიათ სკოლებს დიდი დახმარება გაუწონ დისციპლინის დამყარებაში. ამავე დროს, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ სკოლების ძალისხმევაც საკმარისი არ არის,
რადგან ზოგ შემთხვევებში მშობლებიც უწყობენ ხელს მოზარდებს დისციპლინის დარღვევაში.
XS
SM
MD
LG