Accessibility links

ტყიბულში მომხდარი აფეთქება თავად მეშახტეებს დაბრალდათ


ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მუშების გაუფრთხილებლობამ გამოიწვია, - ასეთი დასკვნა, აფეთქებიდან ერთი თვის თავზე, სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, მაღაროელებმა ელექტრომოწყობილობა მოქმედ მდგომარეობაში დატოვეს, რის შედეგადაც წარმოქმნილმა ნაპერწკალმა დაგროვილი მეთანის აფეთქება გამოიწვია, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი.“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება 3 მარტს მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა. აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. მაღარო კომპანია “საქნახშირს” ეკუთვნის, რომელიც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპნიაა.
XS
SM
MD
LG