Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული საბჭოს „პრაიმერი“ იწყება


ადგილობრივ არჩევნებში „ეროვნული საბჭოს“ რეგიონული კანდიდატები პრაიმერის წესით დღეიდან შეირჩევიან. პრაიმერი დღეს საქართველოს რაიონებში დაიწყება და თბილისის ჩათვლით 20 აპრილისთვის დასრულდება. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, მის გამოსავლენად „ეროვნული საბჭო“ 6-8 აპრილს სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვის შედეგად შერჩეულ კანდიდატს კი 9 აპრილს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე დაასახელებს. როგორ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, თბილისის მერობისთვის პრაიმერში კენჭს იყრიან „კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური, „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი და „მომავლის პარტიის“ ლიდერი გია მაისაშვილი. პრაიმერში 12 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG