Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაყში ტერაქტების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა


ორი მილიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დღეს ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაყში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შინაგან აიფეთქა საქმეთა სამინისტროს განყოფილების შენობასთან. ოდნავ მოგვიანებით ამავე შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ტერაქტების გამო ინგუშეთის შსს-მ უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართა და ავტოტრანსპორტის კონტროლი გაამკაცრა. სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიების ვერსიით, ინგუშეთში დღეს მომხდარი აფეთქებები, შესაძლოა, ორგანიზებული იყოს იმავე ძალების მიერ, რომლებმაც გასულ კვირაში მოსკოვსა და დაღესტანში ტერაქტები განახორციელეს და მიზნად ისახავენ ვითარების დესტაბილიზაციას.
XS
SM
MD
LG