Accessibility links

logo-print

პაკისტანში თავს დაესხნენ შეერთებული შტატების საკონსულოს


7 ადამიანი, მათ შორის ორ თავდამსხმელი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, შეერთებული შტატების საკონულოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. თვითმხილველთა თქმით, ფეშავარში მდებარე შეეერთებული შტატების საკონსულოსა და პაკისტანის სამხედრო ბაზების მახლობლად სამი ძლიერი აფეთქება და სროლის ხმა გაისმა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის "თალიბანის" მოძრაობამ, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმა არის რევანში იმ შეტაკებაზე, რომელიც რამდენჯერმე განახორციელეს მეამბოხეთა წინააღმდეგ ამერიკის უპილოტო თვითმფირავებმა.
XS
SM
MD
LG