Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მესაზვრეების კატარღები საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიუახლოვდნენ


საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსაზღვრე აკვატორიაში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, 4 აპრილს საღამოს, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსი მესაზვრეების კატარღები მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ქართული პოლიციის საგუშაგოს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და პროვოკაციას არ აჰყვა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მოქალაქეებისთვის ”მყისიერი საფრთხის” შემცველი არ არის. ამასთან, კალანდაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, მსგავსი ფაქტები საფრთხეს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ხორციელდება. კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.
XS
SM
MD
LG