Accessibility links

logo-print

ჩინეთში დატბორილი მაღაროდან 114 მეშახტე ამოიყვანეს


ბოლო მონაცემებით მაშველებმა გადაარჩინეს 114 მეშახტე, რომლებიც დატბორილ მაღაროში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჩინეთის სახლემწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, გადარჩენილთა უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება კიდევ 40 მეშახტის ძებნა. მაშველები და ხელისუფლება მომხდარს „სასწაულს“ უწოდებენ, რადგან დატბორილ მაღაროში ცოცხალი ადამიანების მოძებნის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო.
XS
SM
MD
LG