Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა


უკრაინული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა უწყებათაშორისი კომისია. ამ ბრძანებულებას იანუკოვიჩმა 2 აპრილს მოაწერა ხელი. მეორე ბრძანებულებით კი უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების ეროვნული ცენტრი. ნატოში გაწევრიანება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.
XS
SM
MD
LG