Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისაშვილი პრაიმერში აღარ მონაწილეობს


"მომავლის პარტიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი პრაიმერში მონაწილეობას აღარ მიიღებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რის გამოც სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ვერც მოსახლეობას შეხვდა. ”ამომრჩეველთან აქტიური ურთიერთობების გარეშე კანდიდატის მხრიდან სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა არაკორექტული იქნებოდა, ამიტომ იგი საკუთარ კანდიდატურას ხსნის” - აღნიშნულია "მომავლის პარტიის" განცხადებაში.

XS
SM
MD
LG