Accessibility links

logo-print

რუსეთის სამართალდამცველებმა თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა დაადგინეს


თვითმკვლელი ტერორისტი ქალი, რომელმაც 29 მარტს მოსკოვის მეტროს სადგურ ”ლუბიანკაში” თავი აიფეთქა, დაღესტნის მკვიდრი, 28 წლის მარიამ შარიპოვა იყო - ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად გაავრცელა რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ფედერალურმა ოპერატიულმა შტაბმა. მისი ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცალსახად დადგენილია. არსებული მონაცემებით, მარიამ შარიპოვა დაღესტანში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის მაჰომედალი ვაგაპოვის მეუღლე იყო.
XS
SM
MD
LG