Accessibility links

ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 28 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ბაღდადში მომხდარი კოორდინირებული აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 28 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა დაინგრა. გენერალ-მაიორ ღასიმ ალ მუსავის თქმით, აფეთქებებმა სამ რაიონში დაანგირა შენობები. ათობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ნანგრევებშია მოყოლილი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა ძალადობის ესკალაცია, ვინაიდან გაიზარდა დაძაბულობა, მას მერე, რაც 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებმა ვერ გამოავლინა აშკარა გამარჯვებული.
XS
SM
MD
LG