Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ორი დღით დახურავს ოფისს პაკისტანის ქალაქ ფეშავარში


გაერომ დღეს გამოაცხადა, რომ ორი დღით დახურავს ოფისს პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მას მერე, რაც ორშაბათს აქ თავდასხმა განხორციელდა შეერთებული შტატების საკონსულოზე. სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი თავდამსხმელი, როცა მძიმედ შეიარაღებული პირები შეეცადნენ, საკონსულოს შენობაში შეეღწიათ. როგორც იტყობინეიან, პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს იერიშისთვის პასუხისმგებლობა. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა თავდასხმის გამო. მანამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ თავდასხმას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG