Accessibility links

logo-print

ავსტრალიამ უარი თქვა პაკისტანისთვის სამეცნიერო ტექნიკის მიწოდებაზე


ავსტრალიამ უარი თქვა პაკისტანისთვის სამეცნიერო ტექნიკის მიწოდებაზე, ვინაიდან შიშობს, რომ ის მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად შეიძლება იქნეს გამოყენებული. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯონ ფოლკნერმა დღეს განაცხადა, რომ, როგორც მინისტრს მიაჩნია, ორი ატომური სპექტროფოტომეტრის გაყიდვა დაუშვებელ რისკთანაა დაკავშირებული. ეს მეოთხე შემთხვაა, როცა მინისტრმა ამგვარი ექსპორტი აკრძალა. წინა შემთხვევებში ტვირთი განკუთვნილი იყო ირანისთვის ან ქვეყნებისთვის, რომელთაც შეეძლოთ ირანისთვის გადაეცათ ის.
XS
SM
MD
LG