Accessibility links

logo-print

კოლუმბია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს


ხაიმე ბერმუდესი, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ხაიმე ბერმუდესი, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კოლუმბია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში ჩარევას არ აპირებს - ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაიმე ბერმუდესმა მოსკოვში, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

ბერმუდესმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ, ვინც დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოპოვებას ცდილობს, კოლუმბიას საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება აქვს და სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში არ ერევა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ კოლუმბიის და ეკვადორის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ გამორიცხა.
XS
SM
MD
LG