Accessibility links

logo-print
ქუთაისში მოქმედი პარტიები საარჩევნო სიების მონიტორინგით და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებული.

კონსერვატიული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სიებში არარსებული მისამართები გაორმაგდა.

ქუთაისის საარჩევნო სიებში დარღვევები დააფიქსირეს ქრისტიან-დემოკრატებმაც. გოგი შავგულიძის თქმით, მათ 63 არარსებული მისამართი იპოვეს.

პარტიები ამ ეტაპზე არ ასახელებენ დეპუტატობის კანდიდატების ვინაობას. გოგი წულაიას თქმით, ეროვნული საბჭო კანდიდატებს პრაიმერის შემდეგ დაასახელებს.

გოგი შავგულიძის თქმით, ქრისტიან-დემოკრატები მაქსიმალურად გამოიყენებენ დროს, რომელიც მათ კანდიდატების შესარჩევად აქვთ.

გამონაკლისს წარმოადგენს დემოკრატიული პარტია, რომელმაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ორი თვის წინ დაასახელა. გია თორთლაძის პარტიას კანდიდატები ხუთივე საარჩევნო ოლქში ჰყავს. მან ტრადიცია დაარღვია და უპირატესობა ქალ კანდიდატებს მიანიჭა.

ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობა სიას, ძირითადად, ახალი სახეებით დააკომპლექტებს. მათ შორის ბიზნესმენებიც იქნებიან. ამ ინფორმაციას პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე არ უარყოფს. თევდორაძის თქმით, ქუთაისელები ახალ საკრებულოში რამდენიმე ძველ სახესაც იხილავენ. მმართველმა პარტიამ საარჩევნო სამზადისი კარგა ხნის წინ დაიწყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება პროცესში ამ ეტაპზე ნაკლებად აქტიურობს.სამაგიეროდ, ქუთაისს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ მინისტრები და მოსახლეობას ხვდებიან.
XS
SM
MD
LG