Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა ბირთვული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარმოადგინა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახალი სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს სცემენ პასუხს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახალი სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს სცემენ პასუხს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა დღეს ბირთვული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარმოადგენა. ახალი პოლიტიკის შესახებ დოკუმენტში ობამას ადმინისტრაცია აცხადებს: „შეერთებულ შტატებს სურს ხაზი გაუსვას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს განსაკუთრებულ პირობებში, შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.“ ამ სტრატეგიით ამერიკა გამორიცხავს ატომური იარაღით პასუხს აშშ-ის ტერიტორიაზე ბიოლოგიური, ქიმიური და ჩვეულებრივი შეიარაღებით თავდასხმის შემთხვევაში. მაგრამ სტრატეგია შეიცავს მნიშვნელოვან პირობას: ქვეყნები დანდობილი იქნებიან აშშ-ის ბირთვული პასუხისგან, თუკი ისინი დაემორჩილებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. მათ რიცხვს არ არ განეკუთვნებიან ირანი და ჩრდილოეთი კორეა.
XS
SM
MD
LG