Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი კარზაის ვიზიტის საკითხს განიხილავს


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ განიხილავს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ვიზიტის გაუქმების საკითხს, თუკი კარზაის შენიშვნები შემაშფოთებელი დარჩა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ საჭიროა შეფასდეს, იძლევა თუ არა კარზაის მომავალი შენიშვნები იმის საშუალებას, რომ ასეთი შეხვედრის გამართვა კონსტრუქციული იქნება. გიბსმა შეკითხვაზე, თვლის თუ არა კარზაის ვაშინგტონი აშშ-ის მოკავშირედ, უპასუხა, რომ ის ავღანეთის დემოკრატიულად არჩეული ლიდერია. მან უმართებულო უწოდა კარზაის ბრალდებას, როცა დასავლეთი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დააადანაშაულა. კარზაი 12 მაისს უნდა შეხვდეს პრეზიდენტ ობამას.
XS
SM
MD
LG