Accessibility links

logo-print

„ჩრდილოეთის ნაკადმა“ მუშაობა დაიწყო


რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ დღეს ბალტიის ზღვაზე გამავალმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ სახელით ცნობილმა მილსადენმა მუშაობა დაიწყო. გაზსადენი სამ დღეში უნდა ამოქმედდეს ოფიციალურად. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის ქალაქ ვიბორგიდან, გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდემდე გამავალი, 1220 კილომეტრიანი მილსადენის პირველი მონაკვეთი დღეს ჩაიტვირთა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ ევროპის უდიდესი ენერგოპროექტია, რომლის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.
XS
SM
MD
LG