Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბატალიონი მიმდინარე თვეში შეუერთდება აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში არიან განთავსებული.

სატელეფონო საუბრისას, ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტებმა იმსჯელეს იმაზე, რომ რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ შეიკავოს თავი პროვოკაციული ქმედებებისგან.

თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა მიხეილ სააკაშვილის თანმიმდევრულ, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკას ვარდების რევოლუციის დანაპირების შესრულების საქმეში. მათ იმსჯელეს, ასევე, საერთო ინტერესზე, რომელიც უკავშირდება ბირთვული უსაფრთხოების მომავალი სამიტის მიერ დასახული ისტორიული მიზნის მიღწევას.
XS
SM
MD
LG