Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა ავღანეთის საარჩევნო კომისიის მაღალი რანგის ორი პირი


თანამდებობიდან გადადგა ავღანეთის საარჩევნო კომისიის მაღალი რანგის ორი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში. ისინი გადადგნენ მას მერე, რაც პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დასავლეთის საელჩოებს ბრალი დასდო, რომ ისინი ემუქრებოდნენ და ქრთამავდნენ ამ პირებს. კარზაის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტი დღეს დათანხმდა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აზიზულა ლუდინისა და ამ კომისიის მაღალი რანგის თანამშრომლის, დაუდ ალი ნაჯაფის გადადგომას. გასულ კვირაში კარზაიმ დასავლეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს და ქაბულში მათ საელჩოებს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი მისი მთავრობის დასასუსტებლად.
XS
SM
MD
LG