Accessibility links

ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონი ევროთი დაეხმარება


დღეს საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულე. თბილისში გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფულემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ევროკომისარი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, 2011-2013 წლებში ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონი ევროთი დაეხმარება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ფინანსური დახმარების ძირითადი მიზანი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასმედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს.
XS
SM
MD
LG