Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარმა და გაჩეჩილაძემ კონსულტაცია გამართეს ნათელაშვილთან


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეთანხმების მიზნით, ”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კონსულტაცია ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარესთან გამართეს. შალვა ნათელაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ლეიბორისტები არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა, ერთიან კანდიდატზე ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმების შემთხვევაში, მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება. სუბარის თქმით, დღევანდელი შეხვედრისას თბილისის მერობის კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ. ალიანსის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსულტაცია გაიმართა კიდევ ორ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებმაც შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამხელა არ ისურვეს. სოზარ სუბარის განცხადებით, პოზიციები საქართველოში ირაკლი ალასანიას დაბრუნების შემდეგ შეჯერდება.
XS
SM
MD
LG