Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში არეულობებისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციამ დროებითი მთავრობა შექმნა


ყირგიზეთში ერთდღიანი ფართო მასშტაბის ძალადობის შემდეგ ქვეყნის ოპოზიციამ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ქმნის. მანამდე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ოპოზიციის ყველა დაკავებული წევრი. როგორც ოპოზიციის ლიდერმა, ომურბეკ ტეკებაევმა განაცხადა ოპოზიციის მომხრეთა მიერ დაკავებული ტელეარხით, „არეულობების დროს დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.“ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 30 და დაშავდა 180 ადამიანი. ამასობაში იტყობინებიან, რომ მაროდიორებმა დაარბიეს ბაკიევის რეზიდენცია. თავად ბაკიევის ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG