Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები კატინში ჩავიდნენ


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დღეს კატინში იმყოფებიან საბჭოთა პერიოდში დახოცილი 22 ათასი პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ უპრეცედენტო ერთობლივ ცერემონიაზე. 70 წლის წინ რუსეთის დასავლეთში მდებარე ამ ქალაქში ადგილი ჰქონდა მასობრივ მკვლელობას, რომელიც იოსებ სტალინის ბრძანებით მოხდა. საბჭოთა პერიოდში მოსკოვი პოლონელების დახოცვისთვის გერმანიას სდებდა ბრალს. 1992 წელს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მკვლელობა სტალინის ბრძანებით მოხდა. მოლოდინის მიუხედავად პუტინს ბოდიში არ მოუხდია მომხდარისთვის.
XS
SM
MD
LG