Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ ყირგიზეთის მთავრობა გადადგა და პრეზიდენტი ბაკიევი ბიშკეკიდან გაიქცა


ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი, ტემირ სარიევი აცხადებს, რომ მთავრობა გადადგა და პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი დედაქალაქიდან გაიქცა. იტყობინებიან, რომ ბაკიევი ქალაქ ოშში, პრეზიდენტის სამხრეთ რეზიდენციაში იმყოფება. სარიევის თქმით, შექმნილი ახალი მთავრობა, რომელსაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როზა ოტუნბაევა ჩაუდგა სათავეში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ კროულის თქმით, აშშ-ს არ მოეპოვება იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. ერთდღიანი ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის შემდეგ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაიღუპა სულ ცოტა 40 ადამიანი და 400-მდე დაიჭრა. დღეს ოპოზიციამ ბიშკეკში პარლამენტისა და მთავრობის შენობები დაიკავა.
XS
SM
MD
LG