Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი პრაღაში ჩავიდა ობამასთან შესახვედრად


რუსეთის პრეზდიენტი დმიტრი მედვედევი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩავიდა, სადაც 8 აპრილს ხელი მოეწერება რუსეთ-ამერიკის ახალ შეთანხმებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრაღაში ხუთშაბათს დილით ჩადის. მედვედევი პრაღაში ჩავიდა ბრატისლავიდან, სადაც სლოვაკეთის პრეზიდენტ ივან გაშპაროვიჩთან გამართა მოლაპარაკებები. განხილებოდა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ასევე რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შემოღება.
XS
SM
MD
LG