Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და მედვედევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ


ობამამ და მედვედევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ
ობამამ და მედვედევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. პრაღაში გამართულ ცერემონიამდე პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ახალი დოკუმენტი შეცვლის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ძველ ხელშეკრულებას, რომლის ვადა შარშან ამოიწურა. ის ითვალისწინებს საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირებას თითქმის ერთი მესამედით: ყოველ მხარეს, ხელშეკრულების თანახმად, 1550 ასეთი ქობინა ექნება. იმისთვის, რათა დოკუმენტი ძალაში შევიდეს, აშშ-ისა და რუსეთის პარლამენტებმა მისი რატიფიკაცია უნდა მოახდინონ.
XS
SM
MD
LG