Accessibility links

ყირგიზეთში მღელვარების შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა


ყირგიზეთში ოთხშაბათს დაწყებული მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი

ყირგიზეთში ოთხშაბათს დაწყებული მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი

ყირგიზეთში ოთხშაბათს დაწყებული მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა დღეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. ამჟამად დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარეობს ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი. ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს, დღეს გამოაცხადეს, რომ პარლამენტი დათხოვნილია და ყველა სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულება ახალ ხელისუფლებას დაეკისრა. დროებით მთავრობას განზრახული აქვს, ნახევარ წელიწადს იმუშაოს - ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილ იქნება ცვლილებები. დროებითი მთავრობის თავმჯდომარის, როზა ოტუნბაევას განცხადებით, ყირგიზეთი შეასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც წინა მთავრობამ იკისრა. სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, მართლაც გადადგა თუ არა პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, ჯერჯერობით არ მოიპოვება. მისი სახლი ბიშკეკში მაროდიორებმა გაძარცვეს და დაწვეს.

რუსეთმა ყირგიზეთში მდებარე კანტის ავიაბაზაზე 150-მდე მედესანტე გაგზავნა. გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დესანტი პრეზიდენტის განკარგულებით და ბაზაზე მყოფი რუსი სამხედროების ოჯახების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაიგზავნა. ყირგიზეთში შექმნილი ვითარების გამო, ნატომ მანასის აეროპორტიდან ავღანეთში ტვირთის ტრანსპორტირება შეაჩერა. ალიანსის სარდლობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავღანეთში მყოფი კონტინგენტის მომარაგებაზე უარყოფითად არ აისახება. მანამდე დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მანასის აეროპორტი ავღანეთში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის კვლავ გამოიყენოს.

გაერომ და ეუთომ უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს ყირგიზეთში შექმნილი ვითარების გამო. სატელეფონო საუბრისას, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს მორიგე თავმჯდომარე კანატ საუდაბაევი შეთანხმდნენ, რომ ყირგიზეთში საგანგებო წარმომადგენლებს გაგზავნიან.
XS
SM
MD
LG