Accessibility links

logo-print

თალიბანმა გამოაქვეყნა დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცის ვიდეოკადრები


ავღანეთის მეამბოხე თალიბანის მოძრაობამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები ამერიკელი ჯარისკაცისა, რომელიც თალიბებმა შარშან ზაფხულში მოიტაცეს. ვიდეოზე რიგითი ბოუვ ბერგდალი ამბობს, რომ სურს დაუბრუნდეს თავის ოჯახს, აშშ-ის აიდაჰოს შტატში. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ავღანეთში მიმდინარე ომი არ ღირს იმ მსხვერპლად, რომელიც ამ ბრძოლას ეწირება. ვიდეოფირზე ჩაწერილია თალიბანის წარმომადგენლის განცხადებაც, რომელშიც გამოთქმულია მოთხოვნა, ბერგდალის გათავისუფლების სანაცვლოდ გაათავისუფლონ თალიბი ტყვეების გარკვეული რაოდენობა. ბოუვ ბერგდალი 2009 წლის 30 ივნისს მოიტაცეს სამხრეთ ავღანეთში. ის თალიბანის ტყვეობაში მყოფი ერთადერთი ამერიკელი ჯარისკაცია, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოიპოვება.
XS
SM
MD
LG