Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და საქართველო ურთიერთგაგების მემორანდუმს აფორმებენ


საქართველოში ვიზიტს ასრულებს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. დღეს ის შეხვდა ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ევროკომისართან საუბრის თემები იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია. დღესვე შტეფან ფიულე და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გააფორმებენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად 2011-2013 წლებში ევროკავშირი საქართველოს, დახმარების სახით, 180 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ფინანსური დახმარების ძირითადი მიზანია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასმედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს.
XS
SM
MD
LG