Accessibility links

logo-print

რუსეთის "მისტრალის" კლასის გემების შესაძენად ემზადება


„საფრანგეთისგან „მისტრალის“ კლასის სამხედრო გემების შეძენის შემთხვევაში რუსეთი სანაპირო დაცვის შესაბამის ინფრასტრუქტურას შექმნის“ - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვლადიმირ პოპოვკინის ეს სიტყვები რია-ნოვოსტის სააგენტოს მოჰყავს. პოპოვკინის განმარტებით, რუსეთს უნივერსალური ვერტმფრენმზიდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია და არც შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები ჰყავს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ „მისტრალის“ კლასის გემების შეძენა საბოლოოდ გადაწყდა, რუსეთი ყველა აუცილებელ სამუშაოს ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG