Accessibility links

logo-print

ობამა აშშ სენატს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების სწრაფად მხარდაჭერას სთხოვს


აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი დემოკრატი თანაპარტიელები აშშ სენატს რუსეთთან ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულების სწრაფად რატიფიკაციისკენ მოუწოდებენ. ხელშეკრულებით აშშ და რუსეთი იღებენ ვალდებულებას შეამცირონ თავიანთი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება. ეიბისი-სთან ინტერვიუში ობამამ რესპუბლიკელებს ხელშეკრულების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს შტატების ინტერესებშია, რადგან ხელშეკრულება დაეხმარება მას მოაგვაროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხები. ობამა თვლის, რომ ბირთვული შეიარაღება სავარაუდოდ, არის უმთავრესი საფრთხე, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები შეიძლება მომავალში დადგეს. ობამასა და დემოკრატებს სულ ცოტა რვა რესპუბლიკელის მხარდაჭერის მოპოვება მოუწევთ იმისთვის, რომ სენატის მიერ ხელშეკრულების დამტკიცებისთვის საჭირო ორი მესამედი მიიღონ.
XS
SM
MD
LG