Accessibility links

ბაკიევმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან მის ჩამოშორებასთან არც რუსეთს და არც აშშ-ს კავშირი არ ჰქონიათ


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა სააგენტო ფრანს-პრესს დღეს განუცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისგან მის ფაქტობრივ ჩამოშორებასთან არც რუსეთს და არც აშშ-ს კავშირი არ ჰქონიათ. ბაკიევმა, რომელიც ამჟამად ყირგიზეთის სამხრეთით იმყოფება, კვლავ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, ხუთშაბათს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ყურმანბეკ ბაკიევმა განუცხადა, რომ გარეშე ძალების გარეშე ყირგიზეთში მსგავსი კოორდინირებული ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, კონკრეტული ქვეყანა მას არ დაუსახელებია
XS
SM
MD
LG