Accessibility links

ყირგიზეთში დროებითმა მთავრობამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა


ყირგიზეთში დროებითმა მთავრობამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, სადაც მასობრივი არეულობების შედეგად, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის გამო, დროებითმა მთავრობამ პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა პრეზიდენტ ბაკიევის ძმას, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს და ის ძებნილად გამოაცხადა. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, ბიშკეკში დაშავდა 1520 ადამიანი, რომელთაგან 500-ზე მეტი კვლავ საავადმყოფოებშია. ყირგიზეთის დედაქალაქში არეულობა იყო გასულ ღამითაც, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიჭრა. დროებითი მთავრობის მიერ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნულმა კენეშბეკ დიუშებაევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ბიშკეკში წესრიგი აღდგენილია და ძარცვის და პრეზიდენტ ბაკიევის მომხრეთა მიერ პროვოცირებული შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტები აღარ განმეორდება.
XS
SM
MD
LG